თაფლის კომპოზიციები

თაფლი თავისი ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ფუტკრის პროდუქტების საუკეთესო კონსერვანტია. იგი ხანგრძლივად ინახავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. მაგალითად, ყვავილის მტვერი, ჭეო, ფგუტკრის რძე ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათში კარგავენ თავიანთ ძირითად თვისებებს, ხოლო თაფლი მათ თვისებებს 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ტენტორიუმი თაფლის კომპოზიციების შესაქმნელად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ცივ, კრიოგენულ მეთოდს, რაც ყოველგვარ სითბურ დამუშავებას გამორიცხავს.

აპიტოკი

აპიტოკი

თაფლს, სადედე ფუტკრის რძესა და პროპოლისს აქვთ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ონკოპროტექტორული და იმუნოლოგიური თვისებები. პროდუქტი აუმჯობესებს ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონირებას, ორგანიზმს იცავს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს.

აპიტონუსი

აპიტონუსი

ფუტკრის რძე, თაფლთან ერთად კომპლექსში, აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის სასიცოცხლო ტონუსს. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, შინაგან ორგანოებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. ახასიათებს მძლავრი ანტირადიაციული, იმუნოლოგიური და ანტივირუსული მოქმედება.

აპიფიტოტონუსი

აპიფიტოტონუსი

ფუტკრის რძის, თაფლისა და ყვავილის მტვრის კომპოზიცია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი უნიკალური საშუალებაა. უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის ფუნქციების, სისხლის შემადგენლობის, მახსოვრობისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას. აქვს დამამშვიდებელი, ანტისტრესული მოქმედება. ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

პოლიანკა

პოლიანკა

თაფლისა და ყვავილის მტვერის (ფეხგუნდის) კომპოზიცია ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დაბალანსებული კომპლექსია. პროდუქტს ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება, მახსოვრობის გაუმჯობესება, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, იცავს მას მავნე ზემოქმედებისაგან.

ტოპოლიოკი

ტოპოლიოკი

თაფლისა და პროპოლისის მაღალკონცენტრაციული ნარევი ორგანიზმის დასაცავი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საუკეთესო საშუალებაა. პროდუქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანტიჰელმინთური (ჭიების საწინააღმდეგო) და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. უზრუნველყოფს ორგანიზმის ვირუსებისგან და სხვა ინფექციებისგან დაცვას.

თაფლი მუმიოთი

თაფლი მუმიოთი

მუმიო არის ორგანული და არაორგანული წარმოშობის ნივთიერებათა ბუნებრივი ნაერთი. იგი შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით. პროდუქტს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და აღმდგენი თვისებები, ორგანიზმში აწესრიგებს მინერალურ ცვლას, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციასა და ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრებას.

თაფლი ლეციტინით

თაფლი ლეციტინით

ლეციტინი თავის ტვინის, ნერვული სისტემის უჯრედების საშენი მასალაა. მისი მიღება რეკომენდებული მათთვის, ვისაც სურს შეაჩეროს თავის ტვინის დაბერების პროცესი, რომელიც განპირობებულია ასაკთან ერთად გარკვეული ნივთიერებების სინთეზის შემცირებით. ჩვენი ორგანიზმი ლეციტინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია ლეციტინიანი პროდუქტების მიღება.

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies